უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია წალენჯიხაში გადაასვენეს. მას საქართველოსა და უკრაინის დაშვებული დროშებით დახვდნენ. ედიშერ კვარაცხელიას ხვალ, 18 ოქტომბერს დაკრძალავენ.
ედიშერ კვარაცხელია უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა. იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მონაწილე.
ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 10 ოქტომბერს გავრცელდა. ის დონეცკთან ბრძოლებს ემსხვერპლა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 20 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.