ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 17 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

17 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოს ასახელებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების, კაკაბეთის, კოპცევის, ხარაბაძის, ბუკისციხის, სერგი ჯიქიას, ტატიშვილის, კონსტანტინე  ანდრონიკაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელიანების, მესხეთის, გომარეთის, ონიაშვილის და ივერიელის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), ჯავახეთის, ლორთქიფანიძის, ლერწმის, მამუკინის, ჩარხის და სახალხოს ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების და გულუას ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III, IV კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III, IV მიკრორაიონების, რომელაშვილის, გლინკას, რატევანის, მუხრანის, ჩარგლის, ხორნაბუჯის, გუდამაყრის, გოგაშენის, ედისის და ბჟოლეთის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ლამბერტის, კასტელის, მონპერის, კლაპროთის, ტილკეს და რაინეგსის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, აბულაძის, კუტუზოვის, გამრეკელის და მიცკევიჩის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები