ირანი

თეირანის ციხეში ხანძარი ლიკვიდირებულია – ირანი

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თეირანის ცნობილ ციხეში, სადაც პოლიტპატიმრები და ანტისამთავრობო აქტივისტები არიან დაკავებული, ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს. ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, შეტაკების შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაშავდა და ვერც ერთმა დაკავებულმა გაქცევა ვერ მოახერხა.

გუშინ, 15 ოქტომბერს, ირანში მორალის პოლიციის მიერ დაკავებული მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე, ევინის ციხეში ცეცხლი გაჩნდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.

  • "ხანძრის მიზეზი სახელოსნოში ზოგიერთი პატიმრის შორის ჩხუბი იყო". - თქვა თეირანის გუბერნატორმა მოჰსენ მანსურმა.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, რომ ხანძარი პატიმრებს შორის ჩხუბის შემდეგ გაჩნდა. თუმცა, ეს კომენტარი შეიძლება შევაფასოთ თეირანის მცდელობად, რომ ციხის ბუნტისა და საპროტესტო აქციებს შორის კავშირი გააქროს. 

თვითმხილველების თქმით, ტერიტორიიდან სულ მცირე სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. სატრანსპორტო მოძრაობა გადატვირთული იყო ციხის მახლობლად მდებარე მთავარ ავტომაგისტრალზე, რომელიც მდებარეობს დედაქალაქის ჩრდილოეთით. ამასთაანავე, ვრცელდებოდა ცნობები, რომ პოლიციამ ციხემდე მიმავალი გზები გადაკეტა. 

  • "სიკვდილი დიქტატორს" - პროტესტის ცნობილი სლოგანი ისმოდა ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში.

ციხეში ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მომიტინგეებმა15 ოქტომბერს მთავარ ქუჩებსა და ირანის ზოგიერთი ქალაქის უნივერსიტეტებში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გააძლიერეს.

ადამიანის უფლებათა დამცველთა განცხადებით, პროტესტის მეოთხე კვირას დაღუპულია პროტესტის ასობით მონაწილე, მათ შორის ბავშვები.


13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება. IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს.  

მაჰსა ამინის ოჯახი ამბობს, რომ დაპატიმრებამდე მაჰსას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა. თუმცა, ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი დაკავებიდან რამდენიმე საათში კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, გარდაცვალებამდე ქალი კომაში იყო.

აქციები ახალაგაზრდა ქალის მაჰსა ამინის დაკავებიდან მალევე გარდაცვალების შემდეგ დაიწყო და პროტესტი უკვე მეხუთე კვირაა გრძელდება. რა ხდებოდა პროტესტის მესამა კვირას შეგიძლიათ წაიკითხოთ - აქ, მეოთხე კვირის შეჯამების ნახვა კი აქ შეგიძლიათ.

კომენტარები