ZEG ფესტივალი

თბილისში ფესტივალი ZEG იმართება, წელს მთავარი თემა უკრაინაა

Coda Story-სა და Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით, ZEG Tbilisi Storytelling ფესტივალი იმართება. წელს ფესტივალის მთავარი ფოკუსი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომია. 

"ზეგ ქართული სიტყვაა, რომელიც აღნიშნავს "ხვალის შემდგომ დღეს" და ზუსტად ამის შესახებაა ეს ფესტივალი: ვიპოვოთ და მოვყვეთ ამბებს, რომლებსაც მნიშვნელობა ექნება ხვალის შემდგომ დღესაც. 

წელს ჩვენი მომავალი მკვეთრად შემობრუნდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით. ამიტომაც, განსაკუთრებულ ZEG-ს ვმართავთ, რომელიც ფოკუსირებულია მსოფლიოს მასშტაბით ამ ომის განგრძობად ეფექტებზე. 

საით მიექანება მსოფლიო? რა არის ის ამბები და ნარატივები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ? და როგორ უნდა ვუპასუხოთ?" – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში. 

ფესტივალზე სიტყვით გამოვლენ წამყვანი საერთაშორისო ჟურნალისტები, მათ შორის ნიუ იორკერის ჟურნალისტს, ჯონ ლი ანდერსენს, მწერალ პიტერ პომერანცევს, Wall Street Journal-ის ჟურნალისტი იაროსლავ ტრაფიმოვი და სხვები. 

ფესტივალის პარტნიორები არიან საქართველოში აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის საელჩოები, რადიო თავისუფლება, TBC ბანკი, აჭარა ჯგუფი, D Block, Windfor's და ჟუჟუნა. 

კომენტარები