რუსეთ-უკრაინის ომი

შოლცი: უკრაინაში პუტინის ომი ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ მისი ჯვაროსნული ომის ნაწილია

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომი ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ რუსეთის ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილია.

“რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და მისმა ხელშემწყობმა პირებმა ერთი რამ ნათლად განაცხადეს: ეს ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ისინი უკრაინის წინააღმდეგ თავიანთ ომს უფრო ფართო ჯვაროსნული ლაშქრობის, ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილად მიიჩნევენ”.- აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

კომენტარები