ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 1.18 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.87 თეთრით. 13 ოქტომბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი  2.7741 ლარია, ერთი ევროსი კი -   2.6970 ლარი. დოლარი ევროზე 7.5 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.82 ლარია, ხოლო ევროსი - 2.74 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.78 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.70 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები