რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: ხერსონში სამოქალაქო პირთა ნაწილის ევაკუაციისთვის ემზადებიან

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის სამხედრო
ria.ru

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ინფრომაციით,  ხერსონში სამოქალაქო პირთა ნაწილის ევაკუაციისთვის ემზადებიან.

ამასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალები, რომლებმაც ოქტომბრის დასაწყისში, ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით უკან, დაახლოებით, 20 კილომეტრით დაიხიეს, ამჟამად ფრონტის ახალი ხაზი გამყარებას ცდილობენ.

ანგარიშის მიხედვით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ბერისლავის რაიონის რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ფრონტის დასავლეთით მძიმე ბრძოლები გრძელდება და უკრაინის ჯარების წინსვლა ოკუპანტების სისუსტეზე მიუთითებს.

ამასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, გასცა ხერსონიდან სამოქალაქო პირების ნაწილის ევაკუაციისთვის მზადების ბრძანება, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ქალაქ ხერსონზე საბრძოლო ქმედებების გახშირებას გეგმავენ.

კომენტარები