დიდი ბრიტანეთის მთავრობის კომუნიკაციის შტაბის (GCHQ-ის) ხელმძღვანელის, ჯერემი ფლემინგის თქმით, რუს სამხედროებასა და საზოგადოებაში სასოწარკვეთა ვრცელდება.
"რუსეთს აკლია საბრძოლო მასალები. მეგობარი სახელმწიფოების ნაკლებობასაც განიცდის.
[...] ასე რომ, ვფიქრობ, ამაზე პასუხი საკმაოდ ნათელია. რუსეთი და რუსეთის მეთაურები შეშფოთებულნი არიან მათი სამხედრო მანქანის მდგომარეობის გამო. სიტყვა, რომელიც მე გამოვიყენე არის "სასოწარკვეთა". ჩვენ ვხედავთ ამ სასოწარკვეთას მრავალ დონეზე რუსეთის საზოგადოებასა და რუსული სამხედრო მანქანაში". - აღნიშნა ჯერემი ფლემინგმა.
მისი განმარტებით, ამის მიუხედავად გუშინდელი, 10 ოქტომბრის თავდასხმები ადასტურებენ, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ძლიერ სამხედრო მანქანა ფლობს.
რუსეთმა ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო. ოკუპანტები ძირითადად თავს უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ესხმიან.
უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სულ მცირე 2 აფეთქება მოხდა. უკრაინელი Telegram-არხები წერენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა კიევში გრუშევსკის ძეგლთან, ვლადიმირსკაიას ქუჩაზე დაეცა. მათივე ცნობით ადგილზე მაშველები მუშაობენ, მოსახლეობა კი მეტროებში თავშესაფრისთვის ჩადის.





