რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უახლოეს დღეებში გერმანია უკრაინას IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის

IRIS-T SLM-ის სისტემა

10 ოქტომბრის იერიშების შემდეგ, უახლოეს დღეებში გერმანია უკრაინას IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველ 4 სისტემას მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.

"კიევსა და სხვა ბევრს ქალაქზე განახლებული სარაკეტო იერიშები გვაჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით სწრაფად მომარაგება.

[...] რუსეთის რაკეტებითა და დრონებით თავდასხმები განსაკუთრებით მშვიდობიან მოქალაქეებს ატერორებს. ახლა სწორედ ამიტომ ვუწევთ [უკრაინას] დახმარებას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის იარაღებით". – თქვა ლამბრეხტმა.

8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, რაშიც ვლადიმირ პუტინი უკრაინას ადანაშაულებს, რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინულ ქალაქებში მდებარე ობიექტებზე, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშები მიიტანა. ისროლეს ათეულობით რაკეტა. იერიში მიიტანეს დედაქალაქ კიევზეც. თავდასხმების შედეგად რამდენიმე უკრაინულ ქალაქსა და ოლქში წყლისა და ელექტროენერგიის მომარაგება შეწყვეტილია.

კომენტარები