თეა წულუკიანი

წულუკიანმა მის შესახებ FACEBOOK-ზე გამოქვეყნებული პოსტის საქმეზე ჩვენება მისცა

კულტურის სამინისტრო

ტელეკომპანია იმედის ცნობით, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში Facebook-ზე მის შესახებ დაწერილ პოსტთან დაკავშირებულ საქმეზე ჩვენება მოწმის სტატუსით მისცა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს. წულუკიანი დაზარალებულად არის ცნობილი.

"ეს ჩემი საქმე მოწმობს იმას, რომ ყოველთვის აქვს აზრი სამართლებრივი პროცედურების დაწყებას. ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას თავი დაცულად იგრძნონ. თორემ, ჩვენ არც ლანძღვა გვიკვირს, არც დაკნინება, ვერბალური თავდასხმები. ამას შევეგუეთ. ეს დემოკრატიის ნაწილად ითვლება, მაგრამ სიცოცხლის მოსპობის მუქარას არავინ უნდა შევეგუოთ.

პროცესი სისხლის სამართლებრივი პროცედურების დაცვით წარიმართა და შესაძლებლობა მქონდა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენება მიმეცა". – თქვა წულუკიანმა. 

აღძრული საქმე ეხება 8 თვის წინანდელ შემთხვევას, როდესაც მოქალაქე ქეთა გაბიანმა 12 თებერვალს თეა წულუკიანთან დაკავშირებით პოსტი დაწერა. წულუკიანი ამ პოსტს 14 თებერვალს გამოეხმაურა. 

კომენტარები