რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გაიდაი: დეოკუპაციის თვალსაზრისით ლუგანსკის ოლქი უკრაინის ყველაზე რთული რეგიონია

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, დეოკუპაციის თვალსაზრისით ლუგანსკის ოლქი უკრაინის ყველაზე რთული რეგიონია.

"აქ ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. ერთ-ერთი ლუგანსკიდან და ხარკივიდან გაქცეულებს უკავშირდება, რომლებმაც ლუგანკის ოლქს შეაფარეს თავი. შესაბამისად, აქ სამხედროების მაქსიმალური კონცენტრაციაა". - თქვა გაიდაიმ.

5 ოქტომბერ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო. 

"ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლდა რუსული არმიისგან, რუსი დამპყრობლებისგან" - თქვა მან Telegram-ზე გავრცელებულ ვიდეოში. 

გაიდაის თქმით, დამპყრობლებს ესმით, რომ "მათ გაანადგურებენ", ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ ყველა გზის და შენობის დანაღმვას.

"ნუ ააფრინდებით მატარებელს, ნუ ცდილობთ ჩაალაგოთ ნივთები და დაბრუნდეთ. ჩვენ გეტყვით, როდის შეგიძლიათ დაბრუნდეთ და სად წახვიდეთ ზუსტად".- თქვა გაიდაიმ და აღნიშნა, რომ ტერიტორიის გაწმენდაა აუცილებელი. 

პირველ ოქტომბერს, უკრაინამ ლიმანი დაიბრუნა. ქალაქის ცენტში უკრაინის დროშა ფრიალებს. რუსეთმა ლიმანში უკან დახევა აღიარა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯარისკაცებმა "უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" გადაინაცვლეს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან 1 534 დასახლება გაათავისუფლეს. 

უკრაინის სამხედრო ძალებმა ქვეყნის სამხრეთში, ხერსონის ოლქში 8 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

კომენტარები