ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 7 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.46 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 2.83 თეთრით. 7 ოქტომბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7997 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7429 ლარი. დოლარი ევროზე 5.7 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.84 ლარია, ხოლო ევროსი - 2.79 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.81 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.74 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები