რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანმა და პუტინმა ურთიერთობის გაუმჯობესება და უკრაინის ომის დასრულება განიხილეს

Sputnik/Alexander Demyanchuk/Pool via REUTERS

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს ორმხრივი ურთერთკავშირის გაუმჯობესებაზე ესაუბრა. უწყების განცხადებით, ანკარა კვლავ მზადაა, შეასრულოს თავისი წვლილი უკრაინაში ომის მშვიდობიანად მოგვარებაში.

თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე უახლესი მოვლენები. 

NATO-ს წევრ თურქეთს მჭიდრო ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან და ცდილობს ომის დროს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დაბალანსებას: უარყოფს დასავლეთის სანქციებს მოსკოვზე, აკრიტიკებს რუსეთის შეჭრას და ამარაგებს კიევს შეიარაღებული თვითმფრინავებით.

გაეროსთან ერთად თურქეთი შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შესახებ ივლისის შეთანხმებას ხელმძღვანელობდა.

რუსეთი და თურქეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ ენერგომომარაგების საკითხებში, თუმცა უთანხმოება აქვთ სირიის, ლიბიისა და აზერბაიჯანის მიმართებით.

კომენტარები