ფინეთი-რუსეთი

ფინეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის საზღვარზე ბარიერის მშენებლობას მხარი დაუჭირა

ფინეთის პრემიერმინისტრი, სანა მარინი მიიჩნევს, რომ ფინეთსა და რუსეთს შორის საზღვარზე ნაწილობრივი გალავანის აშენების საფუძველი არსებობს. პრემიერ მინისტრმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფინეთის სასაზღვრო დაცვამ კონტროლის გასაძლიერებლად აღმოსავლეთ საზღვრის ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტებზე ბარიერების აშენებაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, იდეა კარგია და სერიოზულად უნდა განიხილონ.

"მე დავინახე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება ჯერ კიდევ საჭიროა, მაგალითად, საპარლამენტო პარტიებს შორის. თუმცა, არსებობს პირობები გადაწყვეტილების მისაღებად". - აღნიშნა მარინმა.

პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ საზღვრის შესაძლო შემოღობვის შესახებ გადაწყვეტილებას სწრაფად მიიღებენ. თუმცა კონკრეტული თარიღები არ დააკონკრეტა.

კომენტარები