ბიძინა ივანიშვილი

ბოკერია: ივანიშვილი სულ თვლიდა, ძალაუფლებისთვის პუტინისტური იდეის დანერგვაა აუცილებელი

ყველა პუტინისტური ძალა, ყველა ანტიდასავლური ძალა იყო მათი [ქართული ოცნების] მხარდაჭერილი, ან მათთან შერწყმული, ან მათ მიერ ხელდაფარებული, მათი მოკავშირე, სხვადასხვა ეტაპზე რაღაცები იცვლებოდა, მაგრამ ეს კამპანია არ იცვლებოდა. ივანიშვილი თავიდანვე თვლიდა და უკრაინაში რუსეთის აგრესიამ და უკრაინის გმირულმა წინააღმდეგობამ დააჩქარა ეს პროცესი, რომ მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ანტიდასავლური კამპანია, თავისუფალი სამყაროს დემონიზება, პუტინისტურ ძალებთან შეკვრა, ავტორიტარული, პუტინისტური იდეის დანერგვა, რომ ჩვენი იდენტობა თურმე საფრთხეში არის დასავლური ცივილიზაციისგან - ეს არის მისთვის აუცილებელი. უბრალოდ, უკრაინაში რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადაიყვანა, ჩათვალა, რომ თავდასხმაზე უნდა გადავიდეს, თუ ამას არ იზამს, მაშინ დაკარგავს ძალაუფლებას, ასე ესმის მას, ასე ესმოდა იანუკოვიჩს, ასე ესმის ლუკაშენკოს, რაღაც ამბავში ასე ესმის პუტინს - ზუსტი ანალოგია კი არ არის, იქ კი არ ვართ, სადაც ლუკაშენკოა და პუტინია, ჩვენი საზოგადოებისა და წარსული გამო, მაგრამ ივანიშვილის ხელიდან იქ ვართ, ჯერ არ მივსულვართ ისეთ რეპრესიებადე, ეთერში ვართ ახლა ჩვენ და ვსაუბრობთ, მაგრამ მიდგომა არის იგივე. 

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები