რამზან კადიროვი

კადიროვი: პუტინმა დაბადების დღე პირადად მომილოცა და გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მომანიჭა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მმართველი რამზან კადიროვი
RFE/RL

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირადად დაურეკა, დაბადების დღე მიულოცა და გენერალ- პოლკოვნიკის წოდებაც მიანიჭა. ამის შესახებ კადიროვმა Telegram-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს. 

მისი თქმით " მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, უზენაესი მთავარსართალი არასდროს ივიწყებს მნიშვნელოვან თარიღებს". 

"მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი კარგი ამბავი - რუსეთის პრეზიდენტმა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მომანიჭა. განკარგულება გამოიცა 709 ნომრით. ამის შესახებ ვლადიმირ ვლადიმროვიჩმა პირადად შემატყობინა და მომილოცა.

უზომოდ მადლობელი ვარ ჩვენი უმაღლესი მთავარსარდლის, ჩემი ღვაწლის მაღალი დაფასებისთვის! ეს ჩემთვის დიდი პატივია. მე ვაძლევ სიტყვას, რომ გავამართლებ წინასწარ დადებულ ნდობას".- ამბობს კადიროვი. 

მისივე თქმით, რუსი ჯარისკაცები ამჟამად წარმატებულ შეტევითი ოპერაციებს ატარებენ დონეცკისა და ხერსონის რეგიონში და "სათითაოდ ათავისუფლებენ დასახლებებს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან პუნქტებს" 

"მთელი ჩვენი ფიქრი დღეს არის მებრძოლებთან, რომლებიც იცავენ სამშობლოსა და ხალხთა ინტერესებს უკრაინაში ნაციონალისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ გასართობი ღონისძიებები არ არის გათვალისწინებული ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქალაქის, მასწავლებლისა და ახალგაზრდობის დღეებისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო პროგრამაში. შემოქმედებითი გუნდები და არტისტები გამოვლენ სცენაზე ექსკლუზიურად სულიერი და პატრიოტული კომპოზიციებით, იმღერებენ ჩვენს გმირებს, ისაუბრებენ სამშობლოს დამცველების გმირობაზე".- ამბობს კადიროვი. 

კომენტარები