ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ოპოზიცია ვერ პატიობს ბატონ ბიძინას დიქტატურის დასრულებას

გასაგებია, ოპოზიციის მთავარი სურვილია, რომ ისინი ვერ პატიობენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა, ქვეყნის განადგურება 2012 წლის 1 ოქტომბერს. მე აქვე მინდა ვთქვა, რომ მათ მოუწევთ შეგუება ამ რეალობასთან. დღეს ქვეყანაში გვაქვს წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ყველა ის მიღწევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წარმატებას ევროკავშირის გზაზე თუ ნატოს მიმართულებით, ყველაფერი უკავშირდება ქართულ ოცნებას. იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ახლა უკვე ოფიციალურად შეტანილი განაცხადი წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა, რომელზეც უბრალოდ ვერ ვიოცნებებდით ნაციონალური მოძრაობის დროს. ეს არის ის ხელშესახები შედეგები.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები