ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 4 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.78 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 2.70 თეთრით გაუფასურდა. 4 ოქტომბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8150 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7860 ლარი. დოლარი ევროზე 3 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.86 ლარია, ხოლო ევროსი - 2.85 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.82 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.80 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები