ივანიშვილის დეპუტატები

კობახიძე ივანიშვილის დეპუტატებზე: უმრავლესობა აღარ გვაქვს, თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

ღირებულებით ნაწილში რაიმე არსებითი განსხვავება ჩვენს შორის არ არის და სწორედ ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ, მიუხედავად გაყოფისა, ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. ჩვენთვის, მით უმეტეს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალ მოცემულობაში, რომ მათ მხარი დაუჭირონ ჩვენს გადაწყვეტილებებს. ფრაქცია ქართულ ოცნებას აღარ აქვს უმრავლესობა არსებული მდგომარეობით პარლამენტში, გვყავს 75 დეპუტატი, რომელიც არის გაწევრიანებული ფრაქციაში. ასეთ ვითარებაში მით უმეტეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ ადამიანებთან თანამშრომლობა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღება და მყარი უმრავლესობის შენარჩუნება. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ივანიშვილის დეპუტატებზე საუბრისას. ეკა სეფაშვილმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, დავით კაჭარავამ, დაჩი ბერაიამ და ზაალ მიქელაძემ ქართული ოცნება დატოვეს და ივანიშვილის დეპუტატებს შეუერთდნენ. ასევე, ვიქტორ ჯაფარიძემ სამთავრობო ტელევიზია POSTV-ის 52% შეიძინა. 

კომენტარები