ივანიშვილის დეპუტატები

სუბარი: ანტიდასავლურობა არის საზოგადოებისთვის სიმართლის დამალვა

ნებისმიერ ჩვენს განცხადებაზე, რომელსაც ვამბობთ და ვავრცელებთ, ჩვენგან პასუხად გვესმის არა დასაბუთებული კრიტიკა, რომელ პუნქტს არ ეთანხმებიან, ან რომელ პუნქტში არ ვამბობთ სიმართლეს, არამედ ძალიან ზოგადი განცხადებები ანტიდასავლურობაზე და ა.შ. რატომ ვერ გვედავებიან კონკრეტულ პუნქტებში, იმიტომ, რომ ამ კონკრეტულ პუნქტებში არის ჩადებული აბსოლუტური სიმართლე და ეს იცის ყველამ ძალიან კარგად. ამიტომაც არის, რომ როდესაც ვსვამთ კითხვებს, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიღებთ პასუხებს და ბოლოს როცა იძულებული ხდებიან, ვიღებთ პასუხებს, ოღონდ არა დასაბუთებულს და დამაჯერებელს.

ანტიდასავლურობა არის საზოგადოებისთვის სიმართლის დამალვა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ადამიანებისთვის იარლიყების მიწებება და საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს მეტი სიმართლე, იმიტომ, რომ როცა საზოგადოებამ იცის სიმართლე, ვერავინ აიძულებს, გადადგას არასწორი ნაბიჯი, არამედ ჩვენი ამოცანაა, საქართველომ, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილებები თვითონ, ხალხის ნებით და ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებებმა. ის, რისთვისაც ვიბრძოდით, როცა ვიდექით ქუჩაში 1980-იანი წლების ბოლოს, როცა ვითხოვდით საქართველოს დამოუკიდებლობას, ეს იყო, რომ საქართველო ყოფილიყო სუვერენული სახელმწიფო, რომელიც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებებს და არა ის, რომ ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ნაცვლად, სხვამ გვიკარნახოს, რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ.

ამბობს ივანიშვილის ერთ-ერთი დეპუტატი, სოზარ სუბარი ჟურნალისტებთან საუბრისას. ქართული ოცნებიდან წასულ ივანიშვილის დეპუტატებს – მოძრაობა ხალხის ძალას მმართველი პარტიის კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა.

კომენტარები