4 ოქტომბერს, 23:00 საათზე, Cavea საბურთალო მოლის ScreenX დარბაზში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის, აიაქსი - ნაპოლის ჩვენება გაიმართება.
ამ დროისთვის ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში ნაპოლი ორი გამარჯვებით პირველ ადგილს იკავებს. აიაქსი ერთი მოგებით მესამე ადგილზეა.
დიდ ეკრანზე საფეხბურთო მატჩის ჩვენება Setanta Sports Georgia-ს მხარდაჭერით კეთდება, რომელიც საქართველოში ჩემპიონთა ლიგის თამაშების ოფიციალური დისტრიბუტორია.
ScreenX დარბაზი 175 ადამიანს იტევს, ბილეთის ფასი 15 ლარია.