რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია, დანია და ნორვეგია უკრაინისთვის 16 სლოვაკურ ჰაუბიცა Zuzana-2-ს შეიძენენ

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გერმანია, დანია და ნორვეგია უკრაინისთვის 16 სლოვაკურ ჰაუბიცას Zuzana-2-ს შეიძენენ. სამინისტროს ცნობით, იარაღის მიწოდება მომავალი წლიდან იგეგმება

სამინისტროს ინფორმაციით, იარაღი, რომელსაც წუთში 6 ჭურვის 40-კმ მანძილზე გასროლა შეუძლია, სლოვაკეთში აიწყობა. გერმანია, დანია და ნორვეგია სისტემებზე 92 მილიონ ევროს დახარაჯავენ. 

ასევე, 2 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, გერმანია უახლოეს დღეებში უკრაინას ოთხი მოწინავე IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემიდან პირველს მიაწვდის, რათა თავიდან აიცილოს დრონების თავდასხმები.

მაისში პირველად გაირკვა, რომ ბერლინი განიხილავდა კიევისთვის IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნას, რომელიც 150 მილიონი ევრო (147 მილიონი დოლარი) ღირს.

კომენტარები