რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლამბრეხტი: გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას რამდენიმე დღეში მიაწვდის

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ქრისტინ ლამბრეხტი

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა ოდესაში ვიზიტისას აღნიშნა, რომ გერმანია უახლოეს დღეებში უკრაინას ოთხი მოწინავე IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემიდან პირველს მიაწვდის, რათა თავიდან აიცილოს დრონების თავდასხმები.

"უახლოეს დღეებში უკრაინას IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადავცემთ. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დრონებისგან თავის დაცვაში", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ვიზიტისას საჰაერო თავდასხმის სირენები გაისმა, ამიტომ ლამბრეხტს უკრაინელ კოლეგასთან, ოლეკსი რეზნიკოვთან შეხვედრა მიწისქვეშა ბუნკერში მოუწია. 

ბოლო კვირების განმავლობაში გახშირებულია უკრაინაზე თავდასხმა ირანული წარმოების დრონებით, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყნის ინფრასტრუქტურას.

მაისში პირველად გაირკვა, რომ ბერლინი განიხილავდა კიევისთვის IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნას, რომელიც 150 მილიონი ევრო (147 მილიონი დოლარი) ღირს.

კომენტარები