რა თქმა უნდა, საქართველოს დამოკიდებულება უკომპრომისო იქნება და ამას, ბუნებრივია, ვერცერთ შემთხვევაში შემწყნარებლურად ვერ მივუდგებით. აქედან გამომდინარე, რის შემდეგ რა კონკრეტული ნაბიჯი იქნება, ამის თქმა მე ახლა, წინასწარ, რა თქმა უნდა, გამიჭირდება, ეს ყველას გაუჭირდება, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ეს ის პროცესია, სადაც ვერც ერთ შემთხვევაში, ამ პრინციპული პოზიციიდან საქართველო უკან ვერ დაიხევს და რასაკვირველია, ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ სხვამაც უკან დაიხიოს.
ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში
სარჯველაძე ლუკაშენკოზე: საქართველოს დამოკიდებულება უკომპრომისო იქნება
tbl.ge/6583
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა. მან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".
ქართული ოცნებამიხეილ სარჯველაძეალექსანდრ ლუკაშენკოსაქართველო-რუსეთირუსეთი-საქართველოოკუპირებული აფხაზეთისაქართველო-ბელარუსილუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში
ამავე თემაზე
- კინზინგერი: საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად უნდა თქვას, ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოა
- კობახიძე ლუკაშენკოზე: ოპოზიციის მიზანია, ბელარუსმა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს
- ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლას გმობს
- პესკოვის თქმით, პუტინსა და ლუკაშენკოს აფხაზეთის მინსკის მიერ აღიარება არ განუხილავთ
- სააკაშვილი ლუკაშენკოს: იფიქრე, რომ ნიკოლაშკას [შვილს] ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება!