ბელარუსი

ბელარუსმა მინსკთან მყოფი სამხედრო ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

ბელარუსი სპეცრაზმელები მინსკში
Nikolai Petrov/BelTA Pool Photo via AP

ბელორუსში მინსკის მახლობლად მყოფი სამხედრო ნაწილის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო.

აღნიშნული სამხედრო დანაყოფი მინსკთან ახლოს, დასახლებულ პუნქტ მიჩულიშჩიში იმყოფება.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება ერთ თვე გაგრძელდება, რომლის დროსაც რამდენიმე საკითხი დამუშავდება, რომელთა შორის მთავარი სამხედრო სამსახურში გაწვევა და სამხედროების უნარ-ჩვევების აღდგენა იქნება, სამხედრო და სპეციალური აღჭურვილობის შენახვიდან ამოღება მისი საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით.

აღნიშნული ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ფონია ბელარუსის ლიდერ ლუკაშენკას ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.

კომენტარები