რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გენშტაბი: უკრაინის სამხრეთით დიდი რაოდენობით რუსული ტექნიკა გავანადგურეთ

უკრაინელი სამხედროები იზიუმის მახლობლად, უკრაინა, ხარკოვის რეგიონი, 2022 წლის 19 სექტემბერი.
REUTERS/Gleb Garanich

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ქვეყნის სამხრეთით დიდი რაოდენობით რუსული ტექნიკა გაანადგურეს.

ანგარიშის მიხედვით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონში, მელიტოპოლსა და ტოკმაკში ოკუპანტების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა გაანადგურეს. მათ შორის, ათამდე ერთეული იარაღი, სატვირთო მანქანები, სამხედრო ტექნიკა და ოცამდე რუსი ოკუპანტი.

"ზაპოროჟიეს ოლქის ტოკმაკისა და ჩერნიგოვკას ტერიტორიებზე მტრის C-300 სარაკეტო კომპლექსი და ხუთი ერთეული სამხედრო ტექნიკა განადგურდა. ამასთან ერთად, 50-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაჭრილია. დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ნაწილებმა სოლედარის, კურდიუმივკას, ზაიცევოს, მაიორსკის, ბახმუტის, კამიანკას და პერვომაისკის რეგიონებში ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს". - წერია ანგარიშში.

კომენტარები