ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ჩვენს დროს პროკურატურა დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენს დროს, პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით, კონსტიტუციით იქნა აღიარებული და სრულიად დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა. მასშტაბური რეფორმების შედეგად, საქართველოს პროკურატურა ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და ამასთან ერთად, მუდმივად ვითარდება. მინდა, ჩვენს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძესა და მის პროფესიონალთა გუნდს მადლობა გადავუხადო. 

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

კომენტარები