რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ISW: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის მობილიზაციამ ომის მიმდინარეობა მკვეთრად შეცვალოს

რუსი ოკუპანტი უკრაინაში

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის მობილიზაციამ ომის მიმდინარეობა მკვეთრად შეცვალოს.

"რუსეთის სავალდებულო სამხედრო სამსახური მხოლოდ ერთი წელია, რაც წვევამდელებს სამხედრო მსახურების შესასწავლად ძალიან მცირე დროს აძლევს. ამ პერიოდის შემდეგ, კვალიფიკაციის ამაღლების არარსებობა აჩქარებს ამ ჯარისკაცების უნარების დეგრადაციის პროცესს. ძალიან ცოტაა ისეთი რეზერვისტი, რომელსაც აქვს საბრძოლო გამოცდილება და ამჟამად, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ ომში იბრძვის". - წერია ანგარიშში.

ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ "ბირთვული შანტაჟის" გაგრძელების შემთხვევაში მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს. 

"თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ჩვენი ხალხის დასაცავად ყველა შესაძლო საშუალებას გამოვიყენებთ - ეს ბლეფი არ არის, რუსეთს თავდასხმაზე საპასუხოდ, დიდი რაოდენობით იარაღი აქვს". - თქვა პუტინმა. 

ასევე, პუტინმა NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და დასაშვებობაზე საუბარში დაადანაშაულა. 

"მათ, ვინც თავს უფლებას აძლევენ, ასეთი განცხადებები რუსეთის მიმართ გააკეთონ, მსურს შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანას ასევე აქვს სხვადასხვა გამანადგურებელი საშუალებები, ზოგიერთ კომპონენტში კი – უფრო თანამედროვე, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს". - ამბობს პუტინი მიმართვაში. 

კომენტარები