ევროკავშირი-რუსეთი

ევროკავშირის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

REUTERS

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მერვე პაკეტის მომზადებაზე შეთანხმდნენ

საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა. მისი ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების რაც შეიძლება სწრაფად შემოღება გადაწყდა. 

ვლადიმირ პუტინმა დღეს, 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცადა დასავლეთი გააფრთხილა, რომ "ბირთვული შანტაჟის" გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს. 

"თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ჩვენი ხალხის დასაცავად ყველა შესაძლო საშუალებას გამოვიყენებთ - ეს ბლეფი არ არის, რუსეთს თავდასხმაზე საპასუხოდ, დიდი რაოდენობით იარაღი აქვს". - თქვა პუტინმა. 

ასევე, პუტინმა NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და დასაშვებობაზე საუბარში დაადანაშაულა

"მათ, ვინც თავს უფლებას აძლევენ, ასეთი განცხადებები რუსეთის მიმართ გააკეთონ, მსურს შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანას ასევე აქვს სხვადასხვა გამანადგურებელი საშუალებები, ზოგიერთ კომპონენტში კი – უფრო თანამედროვე, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს". - ამბობს პუტინი მიმართვაში. 

კომენტარები