რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: უკრაინის კონტრიეირიში მარიონეტულ ძალებსა და კრემლს პანიკაში აგდებს

უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე, 2022 წლის 20 ივლისი.
ANATOLII STEPANOV/AFP VIA GETTY IMAGES

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 19 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, რუსული ძალების მარიონეტების მიერ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ანექსიაზე აქტიური საუბარი მიუთითებს, რომ "უკრაინის ჩრდილოეთში მიმდინარე კონტრიერიში მარიონეტულ ძალებსა და კრემლის გადაწყვეტილებების ზოგიერთ მიმღებს პანიკაში აგდებს".

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მარიონეტულმა საკანონმდებლო ორგანოებმა 19 სექტემბერს ლიდერებს მოუწოდეს, რომ "დაუყოვნებლივ" ჩატარებულიყო დსრ-სა და ლსრ-ს რუსეთის სუბიექტებად აღიარების რეფერენდუმი. Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა, პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა დადებითად ისაუბრა ამ მოწოდებაზე და ახსენა "ყირიმის სცენარი". მისი თქმით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებით, უკრაინელების იერიშების გამო, NATO-ს უფრო მარტივად დაემუქრებიან საპასუხო ქმედებებით, რაც "რუსეთს სამოქმედოდ ხელებს გაუხსნის".

როგორც ISW-ს ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთი სრულად ვერ აკონტროლებს იმ ტერიტორიას, რომელზეც პრეტენზიას ე.წ. დსრ და ლსრ აცხადებენ. შესაბამისად, თუ რუსეთი მოახდენს ამ მიწების ანექსიას, მათ მოუწევთ, რომ არაკონტროლირებადი ტერიტორია უკრაინის ხელისუფლებისა და ძალების მიერ "ოკუპირებულად" გამოაცხადონ. ISW, სიმონიანის არგუმენტის საპირსპიროდ, ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ანექსირებულ ყირიმზე უკრაინის იერიშების არ იწვევს რუსეთის საპასუხო ქმედებებს NATO-ს მიმართ. 

ამას გარდა, ISW-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ნაწილობრივი ანექსირება კრემლს "უცნაურ პოზიციაში" ჩააყენებს, მოითხოვენ უკრაინის მიერ "რუსული" ტერიტორიის გათავისუფლებას და აღმოჩნდებიან დამამცირებელ პოზიციაში, როცა მათი მოთხოვნის ძალაში მოყვანა არ შეეძლებათ. 

ასევე, ISW-ს ანგარიში შეეხო რუსეთის ჯარის დანაყოფების საბრძოლო სულისკვეთებეასაც. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინის კონტრიერიშის წარმატება უფრო მეტად ამცირებს იმ რუსული დანაყოფების საბრძოლო სულისკვეთებას, რომლებიც 24 თებერვლამდე ელიტურებად მიიჩნეოდა. ISW ეყრდნობა დამოუკიდებელ ბელარუსულ მედიას Vot Tak-ს, რომელმაც გამოაქვეყნა იზიუმიდან გაქცეული მოტორიზებულ მსროლელთა დივიზიის მე-2 გვარდიის 1-ლი მოტორიზებული პოლკის დანაყოფი 31135-ის დატოვებული დოკუმენტები. დანაყოფის ჯარისკაცები წერილებში ითხოვდნენ გათავისუფლებას "ფიზიკური და სულის კვეთების გადაღლილობის" გამო.

კომენტარები