რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ენერგოატომი: ოკუპანტებმა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო ზონა დაბომბეს. ინფორმაციას ენრგოატომი Telegram-ზე ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, რაკეტა მიკოლაივის ოლქში,  ქალაქ იუჟნოუკრაინსკას ატომურ ელექტროსადგურთან, ბირთვული რეაქტორებიდან 300 მეტრში ჩამოვარდა. 

"დღეს, 2022 წლის 19 სექტემბერს, 00:20 საათზე, რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას. ძლიერი აფეთქება სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებიდან სულ რაღაც 300 მეტრში მოხდა. დარტყმის შენობები დააზიანა, ჩაიმტვრა 100-ზე მეტი ფანჯარა. ამასთან, გამოირთო ალექსანდროვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის ჰიდროაგრეგატი, ასევე გამორთულია სამი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი".- აღნიშნულია გაცხადებაში. 

ამ ეტაპზე ელექტროსადგურის სამივე დანაყოფი მწყობრშია. თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ არის.

კომენტარები