რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: დედოფალ ელისაბედ II-ის წყალობით, სამყარო დღეს უკეთესია

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი
Jonathan Hordle/REUTERS

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ II-ს პატივი მიაგო და ლანკასტერის სასახლეში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ბაიდენის სიტყვებით, მსოფლიოს გაუმართა, რომ 70 წლის მანძილზე ბრიტანეთის ტახტზე ასეთი ღირსეული და თავდადებული მსახური იჯდა. 

"მივმართავ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას - ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. თქვენ გაგიმართლათ, რომ 70 წლის განმავლობაში ის გვერდით გყავდათ, ჩვენ ყველას გაგვიმართლა. ელისაბედ II-ის წყალობით, სამყარო დღეს უკეთესია". - თქვა ბაიდენმა. 

ასევე, ბაიდენმა მიმართა დედოფალი ელისაბედის მემკვიდრეს და ახალ მეფე ჩარლზ III-ს. 

"დედოფალი ელისაბედი ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წუთსა და ყოველ წამს თქვენ გვერდით იქნება და ვფიქრობ, ეს მანუგეშებელია". - დასძინა ბაიდენმა. 

ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს19 სექტემბერს დაკრძალავენ. ღონისძიება გაიმართება ოფიციალური 10 დღიანი გლოვის დასასრულს.

8 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ელისაბედი მონარქის ტიტულს 70 წლის განმავლობაში იკავებდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ცნობილი გახდა, რომ დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ბალმორალის სასახლეში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. 

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ბალმორალის სასახლეში იკრიბებოდნენ.

გაერთიანებული სამეფოს ტახტი პრინცმა ჩარლზმა დაიკავა. 

კომენტარები