პირველი გასართობი

TI: საქართველოში მოქმედი 1 გასართობის დამფინანსებელი სანქცირებული რუსეთის პირველი არხია

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ტელეკომპანია 1 გასართობის (შპს რ.ბ.ჯ-ის) დამფინანსებელი სანქცირებული რუსეთის პირველი არხია.  

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ფინანსური შემოსავლების შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. TI-ის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მაუწყებელ რ.ბ.ჯ-ის დანინასების წყაროში Channel One Russia JSC, რუსეთის ფედერაცია არის მითითებული. ამავე დოკუმენტის მიხედვით, რუსულმა პირველმა არხმა რეკლამაში 10 000-დან 500 000 ლარამდე გადაიხადა.  

გასართობი არხი საქართველოში 2015 წლიდან მაუწყებლობს. 

კომენტარები