უნგრეთი

REUTERS: ევროკომისია უნგრეთისთვის გარკვეული დაფინანსების შეჩერების რეკომენდაციას გასცემს

Reuters-ი ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ 18 სექტემბერს ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს უნგრეთისთვის გარკვეული დაფინანსების შეჩერებას, რომელიც ამჟამად ბლოკის 2021-2017 წლების საერთო ბიუჯეტითაა გათვალისწინებული. ამის მიზეზად უნგრეთში კანონის უზენაესობის პრინციპის რღვევას ასახელებენ. 

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი თავის მიერ შემუშავებულ ახალ ფინანსურ სანქციას დააწესებს, რომელიც მიზნად 27-ქვეყნიან ბლოკში დემოკრატიული პრინციპების დაცვას ისახავს. 

ერთ-ერთი ანონიმური წყაროს თქმით, უნგრეთისთვის გამოყოფილი 22.5 მილიარდი ევრო შესაძლოა 70%-ით შემცირდეს, თუმცა არცერთი მაღალჩინოსანი ზუსტ თანხას არ ასახელებს. 

კომენტარები