არაფერს ახალს არ ვიგებთ [სოსო გოგაშვილისგან]. ყველამ, მთელმა საზოგადოებამ, ვინც ადევნებს თვალყურებს და ვინც ოდნავ მაინც პოლიტიკური მიკერძოების გარეშე შეხედავს ამას, იცის, რომ რევოლუციურ სცენარზე ქართული ოცნების განცხადებები მოგონილია კამპანიისთვის და რომ მერე უკანონო მეთოდებით ხდება ამ ყველაფრით მანიპულირება. უბრალოდ, როდესაც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ამას ადასტურებს, ეს კიდევ ერთხელ იმსახურებს ყურადღებას. ეს არის ერთი ნაწილი, ოღონდ სერიოზული ნაწილი იმ უზარმაზარი პრობლემების რიგში, რასაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის – არა ერთადერთი.
tbl.ge/64q2
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციის ლიდერებს შორის რევოლუციის განხორციელებაზე საუბარი არ ყოფილა და ეს ყველაფერი ქართული ოცნების მიერ მათ გაშავებას ემსახურება.
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




