არჩევნები 2024

იონათამიშვილი: ელექტრონული არჩევნები ოცნების უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა

არჩევნების ელექტრონულად ჩატარება ქართული ოცნების უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომელიც საარჩევნო უბნებზე ყოვლეგვარ სპეკულაციებსა და მანიპულაციებს დაასრულებს. ანუ იმას, ვინც ცდილობდა, რომ ის არჩევნები, რომელიც საქართველოში მაღალი სტანდარტით ტარდებოდა, რამენაირად დაეზიანებინა. მნიშვნელოვანია, რომ მისი მასშტაბი საარჩევნო უბნებისა და ამომრჩეველთა თვალსაზრისით ძალიან მაღალი იქნება. ელექტრონული წესით არჩევნებში მონაწილეობას დაახლოებით 80%-ზე მეტი ამომრჩეველი მიიღებს. ასევე, საარჩევნო უბნების 70%-ზე მეტში იქნება ელექტრონული არჩევნები, მათ შორის, აბსოლუტურად ყველა მსხვილ უბანზე. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების ობიექტური შედეგები ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან სწრაფად იქნება ცნობილი.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა. ირაკლი კობახიძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ელექტრონული აპარატურის გამოყენებით მოხდება.

კომენტარები