სამეფო ძაღლები

დედოფლის გარდაცვალების შემდეგ სამეფო კორგებზე პრინცი ენდრიუ და სარა ფერგიუსონი იზრუნებენ

Grunge

დედოფლის გარდაცვალების შემდეგ უცნობი იყო, რა ბედი ეწეოდათ მის შინაურ ცხოველებს. ელისაბედ II-ს კორგებზე პრინცი ენდრიუ და მისი ყოფილი ცოლი სარა ფერგიუსონი იზრუნებენ.

"კორგები ჰერცოგ ენდრიუსა და ჰერცოგინა სარას მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან". – განაცხადა სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა პირმა BBC-ისთან ინტერვიუში.

ელისაბედს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე 30-ზე მეტი ძაღლი ჰყავდა. მათი უმრავლესობა უელსური კორგის ჯიშის იყო. 

2015 წელს ელისაბედმა შეწყვიტა სამეფო ძაღლების გამრავლება, მონარქს არ უნდოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კორგები პატრონის გარეშე დარჩენილიყვნენ. 2018 წელს გარდაიცვალა უილოუ, ელისაბედის უკანასკნელი სუფთასისხლიანი კორგი. 

მოგვიანებით დედოფალმა თავისივე შემოღებული წესი დაარღვია. 2020 წელს შვილმა, პრინცმა ენდრიუმ მას კორგი, სახელად მიკი და დორგი, სახელად ფერგუსი აჩუქა. ეს უკანასკნელი სამ თვეში მოკვდა და ენდრიუს შვილებმა, ბეატრისმა და იუჯინიამ ბებიას კორგი, სახელად სენდი აჩუქეს.

ბუკინგემის სასახლეში ორი კორგის გარდა, ორი კოკერსპანიელი და ერთი დორგის ჯიშის ძაღლი ცხოვრობს. დიდი ალბათობით, დარჩენილ სამ ძაღლსაც პრინცი ენდრიუს ოჯახი მიაქცევს ყურადღებას.

სამეფო კორგების დეტალური ისტორია იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები