უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები ხარკოვის რეგიონში და იუჟნობუგსკის მიმართულებით დასახლებების გათავისუფლებას განაგრძობენ.
"ხარკოვის რეგიონში და იუჟნობუგსკის მიმართულებით ოკუპანტების მიერ დროებით დატყვევებული დასახლებების გათავისუფლება გრძელდება. ჩვენი სამხედროების უსაფრთხოების მიზნით, ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით". - წერია ანგარიშში.
გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 17-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს მტრის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის დაგროვების ადგილებზე, აგრეთვე საბრძოლო მასალის საცავებზე. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის საჰაერო სივრცეში გაანადგურეს უპილოტო საფრენი აპარატი და ჩამოაგდეს Kh-59 თვითმფრინავი.
უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)