საქართველო-რუსეთი

პაპუაშვილი: რუსეთს საბაბები არ სჭირდება, თუ ის გადაწყვეტილებებს იღებს

გვიქმნის კი არა, ჩვენ ამ საფრთხეში ვცხოვრობთ, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც რუსეთის ჯარი ჩვენი ნებართვის გარეშე დგას და აქვს ოკუპირებული ტერიტორია. საფრთხეები რომ არსებობს, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ.

რაც შეეხება რაღაც საფუძვლების შექმნას, ერთ-ერთი, რაშიც ჩვენი ისტორიითაც დავრწმუნდით და ვხედავთ ახლა უკრაინაშიც, არის, რომ საბაბები რუსეთს არ სჭირდება, თუკი ის გადაწყვეტილებებს იღებს...

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ისტორიის ამ მომენტში საქართველომ ძალიან ბრძნულად გაიაროს ისტორიის ეს მომენტი, იმისთვის, რომ იყოს ერთის მხრივ, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და ხედავთ, სწორედ ამის შედეგია საბოლოო ჯამში ის, რომ ეკონომიკურადაც, მოსახლეობა სხვა ქვეყნებთან შედარებით, როგორც ვართ მათ შორის... რომ მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეები მაღალია, ის მშვიდობა, რომელიც საქართველოში არის შენარჩუნებული, სწორედ უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის ერთის მხრივ უსაფრთხოებას და მეორეს მხრივ, კეთილდღეობას.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პალიტრანიუსის კითხვაზე, "ხედავთ თუ არა საფრთხეს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ურთიერთობისას რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას გაითვალისწინებს და იქმნის თუ არა მოსკოვი სამართლებრივ საფუძველს, რომ საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვის საბაბით ამ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში გააკეთოს ის, რაც მოესურვება“.

კომენტარები