ევროპული საქართველო

გია აბაშიძე: აუტსაიდერი ევროპული საქართველო ვერასდროს იქნება ევროპულობის მედროშე

"აუტსაიდერი ევროპული საქართველო ვერასდროს იქნება ევროპულობის მედროშე". - ასე ეხმაურება სამთავრობო სპიკერი, გია აბაშიძე ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების [VES] დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან დაკავშირებით. 

"სასოწარკვეთილი მარგინალების მორიგი ანომალიის დემონსტრირება - ვითომ ევროპელი ჩერგოლეიშვილი ლანძღავს ევროპელ ტოპ დიპლომატს, ხოლო რუბლებით დაფინანსებული ხოშტარია "ქართული ოცნების" "პრორუსულობაზე" აპელირებს.

იმაში, რომ ლუზერები ქართულ პოლიტიკაში დიდი ხანია ტრაგიკომიკურ აქტორებად იქცნენ, ახალი არაფერია. უბრალოდ, დაცემის ყოველდღიურ რეკორდებს ამყარებენ.

უპროცენტო ელენე ხოშტარია ვერასდროს მოიშორებს იმ დამღას, რასაც ჰქვია რუსეთის ნომრიანი აგენტი, ხოლო აუტსაიდერი "ევროპული საქართველო" ვერასდროს იქნება ევროპულობის მედროშე, რაც არ უნდა ანეკდოტური PR-ით დაკავდეს". - დაწერა მან. 

თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა ბორელის მოწოდებას, რომ ოპოზიციამ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაცია ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობით უნდა შეასრულოს და ეს საერთო პასუხისმგებლობაა. 

"ჩვენ ასე გვთხოვდნენ პუტინთან ურთიერთობების დალაგებას. პუტინი იძახდა ისტორიის დარევერსება და საბჭოთა კავშირის დროინდელი დომინაციის აღდგენა მინდაო. ესენი ჩვენ გვთხოვდნენ, კი რუსეთი ცუდია, მაგრამ მაინც დალაგდით მშვიდობას ალტერნატივა არ აქვსო. იმას ჩვენი განადგურება უნდოდა, ესენი გვეუბნებოდნენ - თქვენ დალაგდითო, იმიტომ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვსო.

ამ ტალღაზე მოვიდა ბიძინა. ჩემი მიზანია პოლარიზაციაო, გამოაცხადა! შუა უნდა გაიკრიფოსო! მეშინია ყველასი ვინც მიშა სააკაშვილის მხარდამჭერი არ არისო.და ამას აწვება 10 წელია! ამ ამოცანის მისაღწევად იყენებს მთელ პროპაგანდისტულ მანქანას, იყენებს მიშა სააკაშვილს, იყენებს მართლმსაჯულების სისტემას. ყველაფერს აკეთებს რომ პოლარიზაცია შენარჩუნდეს - “ვინც ქოცი არაა, ყველა ნაცია!”

ესენი ისევ ჩვენ მოგვიწოდებენ რომ დავლაგდეთ. ქართველებმა თუ თავს არ ვუშველეთ და ამ ფუყე, არაფრისმთქმელ და უშინაარსო მოწოდებებს, აქ რეალობის სწორი აღქმა არ დავახვედრეთ - ეს მოწოდებები ზუსტად ისე დასრულდება, როგორც რუსეთთან დალაგების მოწოდებები დასრულდა.

ევროპა და ამერიკა იტყვის რომ შეეშალა (როგორც ახლა ამბობს რუსეთზე), უბრალოდ ეს ჩვენ არაფერში აღარ დაგვეხმარება!

გახსოვდეთ რომ დასავლეთი ზელენსკის ქვეყნის დატოვებას სთავაზობდა!" - დაწერა მან Facebook-ზე. 

კომენტარები