ევროპული საქართველო 2022

ბოკერია: პარტნიორების მოტყუებაა, რომ შესაძლებელია ანტიდასავლურ მთავრობასთან თანამშრომლობა

დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირს, შეერთებულ შტატებს მტრად მიიჩნევს, კამპანიას ეწევა, რომ ისინი ჩვენს ომში ჩართვას ცდილობდნენ. სანამ ეს კონტექსტი არ შეიცვლება და არ გვეყოლება პროევროპული და პროდასავლური ხელისუფლება, რომელიც მტერს და მოყვარეს ერთმანეთში არ ურევს, მანამდე ეს ვერ მოხდება და ეს იქნება თავის მოტყუება, ჩვენი პარტნიორების მოტყუება ბრიუსელში. ცივილიზებული სამყაროდან ამის მოლოდინი ნორმალურია, მაგრამ სხვა ამბავია, რომ ვითარება საქართველოში ცივილიზებულ ფარგლებს გაცდენილია. ეს ყველაფერი შესაძლებელია, თუ მთავრობას და ოპოზიციას რაღაც სტრატეგიულ საკითხზე მაინც აქვთ საერთო ხედვა. ჩვენ, ევროპულ საქართველოს, ივანიშვილის გუნდთან და მის გარემოცვასთან, რომლებიც სერიოზულად ამ მავნებლურ ბოდვას ავრცელებენ, რომ ევროპა და ამერიკა გვაძალებდა ომში ჩართვას და საქართველოში სისხლის გუბეების დაყენებას და ისინი აღუდგნენ წინ გმირულად, ამაში ვერც შევთანხმდებით ვერასდროს, ამიტომ, სტრატეგიული ამოცანა არ გვაქვს საერთო.

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია გამოეხმაურა დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი იყოს ინკლუზიური და მასში, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციაც უნდა იყოს ჩართული. 

კომენტარები