რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: Nord Stream ამოქმედდება, თუ სანქციები შემსუბუქდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა Nord Stream-ის გათიშვაში დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ევროპაში გაზის ნაკადის მიწოდება შეიძლება განახლდეს, როგორც კი რუსეთზე სანქციები შემსუბუქდება.

"მოგვცენ ტურბინები და ხვალვე ჩავრთავთ Nord Stream-ს, მაგრამ ისინი არაფერს გვაძლევენ".- თქვა რუსეთის ლიდერმა ვლადივოსტოკში ეკონომიკურ ფორუმზე. 

რუსეთის პრეზიდენტი პირველად გამოეხმაურა Nord Stream-ის მეშვეობით გაზის მიწოდებას მას შემდეგ, რაც მთავარი გაზსადენი განუსაზღვრელი ვადით დაიხურა. 

"ევროპამ შექმნა სანქციების ჩიხი". - თქვა პუტინმა.

Gazprom-მა, Nord Stream-ის მეშვეობით, რუსეთიდან ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება მილსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს 3 დღით შეუჩერა, თუმცა ამ ვადის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ გაზის მიწოდება არ აღდგებოდა. 

კომენტარები