ლაშა თორდია

ლაშა თორდია: აშშ-ში 4-წლიანი პროცესის ბოლოს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მომენიჭა

ტაბულა

აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი, ლაშა თორდია წერს, რომ აშშ-ში მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭეს. 

"ოთხწლიანი პროცესის ბოლოს მომენიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი!" - დაწერა მან საკუთარ Facebook-გვერდზე. 

2017 წლის 12 მაისს, კლუბ ელ ცენტროში ლაშა თორდიას ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა თავს. შედეგად, აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის საქმიანობას უკავშირდებოდა. თავად ფარცხალაძე თორდიაზე თავდასხმას არ ადასტურებს და ამბობს, რომ "ინციდენტი იყო წამიერი" და მისი მხრიდან "ხელის შეხება არ ყოფილა".

2021 წლის 2 თებერვალს ოთარ ფარცხალაძე სასამართლომ გაამართლა. ლაშა თორდიამ ქვეყანა დატოვა და ამ დრომდე აშშ-ში ცხოვრობს. 

კომენტარები