საქართველო-ევროკავშირი

ოლივერ ვარჰეი: უნდა შესრულდეს 12-ვე პუნქტი, ევროკავშირი დამსახურების საფუძველზე ფართოვდება

ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღაბაშვილთან და ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტის შესრულება მოუწევს.

"უნდა შესრულდეს 12-ვე პუნქტი, რადგან ევროკავშირის გაფართოება დამსახურების საფუძველზე ხდება. როდესაც შესრულდება 12-ვე რეკომენდაცია, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება და უნდა იყოს გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან მიღებული", - აღნიშნა ევროკომისარმა.

ევროკომისარმა, ამასთანავე, ისაუბრა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება. ეს, მისი თქმით, ქვეყნის საჭიროებებზეა მორგებული და გათვლილია საქართველოს პროგრესისთვის. 

"რეფორმების იმის საფუძველზე იქმნება, თუ ადგილზე რა უნდა მუშაობდეს ქვეყნის, ეკონომიკის, საზოგადოების და ხალხის სასიკეთოდ. ამიტომ, რეალური ინტეგრაცია ადგილზე უნდა დაიწყოს. მეტი ევროპელი ინვესტორი ჩამოვა, მეტი ვაჭრობა დაიწყევა, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მეტი სოციალური ჩართულობა იქნება, - ეს ყველაფერი კი იმ წესების საფუძველზე, რომელიც აქ იქმნება, ეს არის ევროპული ინტეგრაცია," - თქვა ოლივერ ვარჰემ. 

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ ქართულმა ოცნებამ წარადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს EU-ს მიერ შექმნილი 12 პუნქტის შესრულებას. მმართველი პარტიის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ჯგუფები, რომლებშიც პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებენ.  

კომენტარები