ჩვენ ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, მიუხედავად იმისა, ამ რეგიონში არიან თუ არა, გააკეთონ ყველაფერი, რაც კი შეუძლიათ, რადგან სანქციები ასეთ დროს არის ყველაზე ეფექტური. სანქციების მიზანია კონკრეტული ქცევა შეცვალოს და ეს ყველაზე ეფექტურია, როდესაც გვერდის ავლის საშუალება არ არსებობს. საქართველოს მთავრობისთვისაც სწორედ ამის თქმა გვსურს. [...] რა თქმა უნდა, თუ შევხედავთ რეგიონს, ბევრი მაგალითია, რისკენაც საქართველოს და სხვებს შეუძლიათ თითის გაშვერა და თქმა, რომ კონკრეტული ქვეყნები ამას არ აკეთებენ. მათთვის, ვინც საპატიო მიზეზს ეძებს, ადვილია ისეთი მეზობლებისკენ თითის გაშვერა, რომლებსაც უფრო დიდი გავლენა აქვთ სანქციების ეფექტურობაზე. ბევრი ადამიანი აქ ამბობს, რომ რისი გაკეთება შეუძლია პატარა საქართველოს. დარწმუნებული ვარ, მოგისმენიათ ეს არგუმენტი. ჩვენ რაც შეგვიძლია, არის ის, რომ წავახალისოთ საქართველო, რაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, იმის ახსნით, რომ ამ კონფლიქტში გამარჯვება არის ყველაზე სწრაფი გზა მშვიდობის მისაღწევად. [...] არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს 100%-ით არ ხდება. ჩვენ ვნახეთ თანამშრომლობა ფინანსურ სანქციებზე იმ სააგენტოებთან, რომლებთანაც ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად შევაჩეროთ ეს ნაკადი.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
დეგნანი: მთავრობას მოვუწოდებთ, ყველაფერი გააკეთოს, რათა სანქციები უფრო ეფექტური იყოს
tbl.ge/64f5
დაკოპირდა

თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა თბილისში გაგმართულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე.
კელი დეგნანიაშშ-ს ელჩი საქართველოშირუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომისაქართველოს მთავრობასანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ამავე თემაზე
- გაბარდის პოსტის შემდეგ უკრაინა ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე რუსულ პროპაგანდას ეხმაურება
- პუტინი: ვინარჩუნებთ სტრატეგიულ უპირატესობას, უკრაინული დრონების იერიშები ამას ვერ შეცვლის
- სტარმერი: გაერთიანებული სამეფოს ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დააკავეს
- ჩონჰარის ხიდზე უკრაინის დარტყმის შემდეგ ყირიმში შემავალ გზაზე რუსული სატვირთოების რიგებია
- აშშ-ს სენატის კომიტეტმა 2027-ის ბიუჯეტში უკრაინისთვის $750 მილიონის გამოყოფას მხარი დაუჭირა




