პუტინის რუსეთი

ბენ სტილერსა და შონ პენს რუსეთში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ

Deadline

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამერიკელ მსახიობებს, ბენ სტილერსა და შონ პენს რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლა სამუდამოდ აეკრძალათ.

სტილერისა და პენის გარდა ე.წ. შავ სიაში ამერიკის კიდევ 23 მოქალაქე მოხვდა. სულ რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლა 1073 ამერიკელს ეკრძალება.

შონ პენი უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჩავიდა. მან მოინახულა ფრონტის ხაზი და შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ოსკაროსანი მსახიობი უკრაინას მხარს ღიად უჭერს და მიმდინარე მოვლენებზე დოკუმენტური ფილმების გადაღებას გეგმავს.

ბენ სტილერი გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსით უკრაინას 21 ივნისს ეწვია. კომიკოსმა ომისგან განადგურებული რამდენიმე დასახლება მოინახულა, ასევე, შეხვდა ზელენსკის და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს. 

ამ დრომდე რუსული სანქციები არ შეხებია ანჯელინა ჯოლისა და ჯესიკა ჩესტეინს. ორივე მსახიობი ომის მსვლელობისას ეწვია უკრაინას.

კომენტარები