ვლადიმირ პუტინი

პუტინი: ამომავალი მზის ქვეყანა არა იაპონია, არამედ რუსეთია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ამომავალი მზის ქვეყანა გარკვეული აზრით რუსეთია, რადგანაც ქვეყნის ზოგი ტერიტორია იაპონიაზე აღმოსავლეთით მდებარეობს. 

ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა ახალგაზრდულ ეკოლოგიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"იაპონიას ამომავალი მზის ქვეყანას უწოდებენ, მაგრამ მემგონი იაპონიაზე აღმოსავლეთით მდებარეობს კამჩატკა ან სახალინი. კიდევ უფრო აღმოსავლეთით მდებარეობს ახალი ზელანდია, ხოლო ახალ ზელანდიაზე კიდევ უფრო აღმოსავლეთით ჩუკოტკა, იქ კიდევ 60 კილომეტრიანი სრუტეა, ხოლო იმის იქეთ უკვე ამერიკის კონტინენტი. ამ გაგებით ამომავალი მზის ქვეყანა რუსეთია". - თქვა ვლადიმირ პუტინმა.

კომენტარები