ქართულ ოცნებას გაცხადებული აქვს, რომ ისინი სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენენ. ასევე, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ამაში მონაწილეობა არ მიიღოს. ჩვენ კონსტიტუციაში სახალხო დამცველის ინსტიტუტი გვაქვს. მაგრამ, მსოფლიოში სულ 5-6 ქვეყანაა, სადაც ეს ინსტიტუტი არსებობს. ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორებიცაა: აშშ, გერმანია და საფრანგეთი, არსად მსგავსი ინსტიტუტი არ არის. თუ ეს არ სჭირდება მმართველ პარტიას და არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ, მაშინ შევიტანოთ და კონსტიტუციიდან ამოვიღოთ ეს ინსტიტუტი, ან ხალხს შევეკითხოთ და რეფერენდუმი ჩავატაროთ, თუ რამდენად საჭიროა ეს. როცა კონსესუსამდე მივალთ, რომ უნდა იყოს პიროვნება, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება, მაშინ მივიღოთ ეს კანონი. მაგრამ, მემგონი, ეს ქვეყნის ცხოვრებაში მთავარი არ არის. კანონი ყველამ აღვასრულოთ და შეიძლება, ეს ინსტიტუტი საჭირო არც იყოს.
tbl.ge/64e2
დაკოპირდა

თქვა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარტია ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ.
ამავე თემაზე
- ომბუდსმენი: წლიურ ანგარიშში განხილულია კანონში ცვლილებები, რაც ხელს უშლის უფლებების დაცვას
- დათაშვილი მოვინახულეთ, რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მივმართეთ – სახალხო დამცველი
- გახარია: ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრი დაკავებულია, სახალხო დამცველი არაფერს აკეთებს
- ომბუდსმენი წალკას ეწვია, სადაც ბილინგვური სწავლება და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა
- ომბუდსმენი: აუცილებელია დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო




