დაჭრა

სოფელ ბოდბეში ქმარმა ცოლი დაჭრა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდებში ქმარმა ცოლი დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი ადამიანი, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის განზრახ მკვლელობის მცდელობის - 11 პრიმა 19, 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დამატებითი დეტალების შესახებ უწყებაში ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ.

კომენტარები