რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსი სამხედროებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მათი ანაზღაურება რჩება

ბრიტანეთის დაზღვევის ცნობით, რუს სამხედროებისთვის, გარდა საბრძოლო დაღლილობისა და დიდი მსხვერპლისა, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება მათი ანაზღაურების პრობლემა.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო პერსონალის შემოსავალი შედგება მოკრძალებული ძირითადი ხელფასისგან, რომელსაც ავსებს პრემიები და დანამატები.  დაზვერვა ვარაუდობს, რომ უკრაინაში  სერიოზული პრობლემები წარმოიშვა დიდი საბრძოლო პრემიების გადაუხდელობის გამო. 

"ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია არაეფექტური სამხედრო ბიუროკრატიით, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" უჩვეულო სამართლებრივი სტატუსით და, სულ მცირე, მეთაურთა შორის აშკარა კორუფციით. რუსეთის შეიარაღებული ძალები გამუდმებით ვერ უზრუნველყოფენ უკრაინაში დისლოცირებული სამხედრო პერსონალის ძირითად საჭიროებებს, მათ შორის შესაბამის ფორმას, იარაღს და რაციონს და ანაზღაურებას". - ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები